ორცხობილა მერენგით “ჰაეროვანი კოცნა”

635

დღეს უგრმრიელესი ორცხობილის მომზადებას გასწავლით. ჩაისთან შეუცვლელი დესერტია. სახლში ისეთი არომატები დატრიალდება მეზობლები აუცილებლად შემოიჭყიტებენ.

ჩაკბეჩისას იმდენად ნაზია, რომ პირში ლღვება. შეგრძნება ნამდვილად გავს ჰაეროვან კოცნას. ჩემი აზრით იდეალურია!

ინგრედიენტები

  • კარაქი 120გ
  • შაქარი 190გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • ვანილი 10გ
  • ლიმონის წვენი 2გ
  • შოკოლადის კანფეტი “ტრუფელი” გემოვნებით

მომზადება

1.გამღვალს კარაქს დაუმატეთ მარილი, 50გ შაქარი და ნახევარი ვანილი. განაცალკევეთ ცილა და გული, ბოლოს ხსენებული დაუმატეთ კარაქს და მოურიეთ.

2.გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და შეინახეთ 1 საათი მაცივარში.

3.გაყავით ცომი შუაზე და გააბრტყელეთ თითოეული. ამოჭერით წრეები.

4.რგოლები გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, თითოეულის ცენტრში მოათავსეთ შოკოლადის კანფეტი.

5.ათქვიფეთ ცილა 30 წამი, დაუმატეთ ვანილი. ნელ-ნელა მოაყარეთ 140გ შაქარი. მდგრად მასას მოასხით ლიმონის მჟავა და მსუბუქად ათქვიფეთ.

6.მერენგა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და მოასხით ცომს. გამოაცხეთ 18-20 წუთი 150 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!