ტკბილის მოყვარულებისთვის ძალიან რთულია წონის გაკონტროლება. ყოველთვის ვეძებ ალტერნატიულ გამოსავალს და ახლაც შევძელი ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი დესერტის მოძებნა.
კრემ-დესერტი არ შეიცავს შაქარს, ფქვილს, ნიგოზს და მშრალ ხილს. ხაჭოს ძირი დესერტს ძალიან ფაფუკს ხდის.
ინგრედიენტები
- ხაჭო350გ
- არაჟანი 100გ
- ჟელატინი 20გ
- წყალი 100მლ
- თაფლი 60გ
- ვანილის ექსტრაქტი 5მლ
- ნიგოზი 100გ
- თხილი 50გ
- ფისტა 50გ
- გამომშრალი გარგარი 40გ
- გამომშრალი მოცვი 100გ
- ფინიკი 100გ
მომზადება
1.ღრმაჯამში მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი და თაფლი. დააბლენდერეთ მასა, დაუმატეთ მოცვი, თხილი და ფისტა.
2.ჟელატინს მოასხით წყალი, შემდეგ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. ხაჭოს მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინის მასა და მოურიეთ.
3.დააქუცმაცეთ გამომშრალი გარგარი, ფინიკი და ნიგოზი. აიღეთ სუფთა პლასტმასის ბოთლი და მოაჭერით თავი. მასა მოათავსეთ ბოთლში.
4.შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი. ფრთხილად დაჭერით დანით.
გემრიელად მიირთვით!