შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ინგრედიენტი. მე დღეისთვის ადიგენური ყველი ავირჩიე. შეგიძლიათ დაუმატოთ 2-3 კოვზი შაქარი და დააატკბოთ შიგთავსი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
- წყალი 1 ჭიქა
- კვერცხი 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მარილი 0,75 ჩაის კოვზი
- ადიგენური ყველი 350გ
- კარაქი 3-4 ჩაის კოვზი
- კვერცხის გული 1 ცალი
მომზადება
1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კვერცხი, ზეთი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი. აადუღეთ წყალი და მოასხით ცომს. მოურიეთ კოვზით, გაგრილების შემდეგ კი ხელით. ცომი შეინახეთ პაკეტში 15 წუთი.
2.ჩანგლით დაჭყლიტეთ ყველი, დაუმატეთ მარილი, კვერცხის გული და ზეთი. კარგად მოურიეთ.
3.ცომი გაყავით ნაწილებად, ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით ვარენიკის ფორმა.
4.ცხელი წყლით სავსე ქვაბს დააფარეთ მარილა ან თუშფალანგი და ზემოდან მოათავსეთ ვარენიკები დააფარეთ თავსაფარი.