ტარტის ათასგვარი ვარიაცია არსებობს, საერთოა მხოლოდ ცომი, რომელზეც ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხილიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული. დღეს შემოგთავაზებთ ნუშის ტარტს მოხარშული კრემით.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 150 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი, დარბილებული
- 75 გ შაქრის პუდრი
- 2 დიდი კვერცხის გული
- 200 გ ფქვილი
- 50 გ წმინდად დაფქული ნუში
- 3-4 ჩაის კოვზი ცივი წყალი
გულსართი:
- 500 მლ რძე
- 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
- 4 დიდი კვერცხის გული
- 100 გ შაქარი
- 30 გ ფქვილი
- 50 გ ნუში, დაფქული
- 30 გ ალუბლის ჯემი
- 50 გ ნუშის ფანტელი
- შაქრის პუდრი, მოსაყრელად
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი + 1 საათი და 30 წუთი გასაცივებლად
ცხობა: 35 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ცომი: 25 სმ დიამეტრის მქონე ტარტის ყალიბს მოსვით ცხიმი. მიქსერით, საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი, სანამ მკრთალი და კრემივით გახდება.
- შეათქვიფეთ თითო-თითო კვერცხის გული, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
- შეურიეთ ფქვილი, ნუში და წყალი.
- დააგუნდავეთ, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და გააცივეთ 1 საათი.
- ცომი გაშალეთ სუფთა, ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
- ცომი მოათავსეთ ყალიბში და გვერდები შემოაჭერით. თავზე დააფარეთ და მაცივარში გააცივეთ 30 წუთი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- ცომიან ყალიბს პერგამენტი დააფარეთ და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა). მოაყარეთ.
- აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს.
- მოაცალეთ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაცივებლად.
- გულსართი: რძე და ვანილის ჩხირი ქვაბით შემოდგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადადგით.
- მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქრის პუდრი, სანამ მკრთალი და კრემის სისქისა არ გახდება.
- შეურიეთ ფქვილი და ნუში. თანდათან დაამატეთ ცხელი რძე, მორევით გაქენით. ისევ დაბალ ცეცხლზე შემოდგით და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ გასქელდება, 2-3 წუთი. ამოიღეთ ვანილის ჩხირი.
- ცომს ფუნჯით წაუსვით ალუბლის ჯემი და ზემოდან მოხარშული კრემი დაასხით. მოაყარეთ ნუში.
- აცხვეთ 20 წუთი სანამ ოქროსფერ-ყავისფერი გახდება.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.
გემრიელად მიირთვით!