ნაღები, მარწყვი და ხრაშუნა ორცხობილა: ასეთი ტორტის არ მომზადება – დანაშაულია!

593

ნაღბი და მარწყვი – ძალიან ნაზი და არომატული დუეტია.

მოდით შევქმნათ საზაფხულო დუეტი!

ინგრედიენტები

  • 300გ ოთხკუთხედი ორცხობილა
  • 2 სუფრის კოვზი ნაღები საშუალო ცხიმიანობის
  • 1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1/2კგ მარწყვი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გაასუფთავეთ მარწყვი. ამოარჩეთ მარწვი დეკორისთვის, ხოლო დანარჩენს მოაყარეთ შაქარი.
  2. ათქვიფეთ ნაღები აქაფებამდე, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, მარილი და ვანილი.
  3. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ნახევარი ორცხობილა მოათავსეთ ფორმაში და გადაანაწილეთ 1/3 მარწყვი. წაუსვით ნაღები. ზემოდან მოათავსეთ ისევ 1 ფენა ორცხობილა, მარწყვი და ნაღები. მთლიანად დაფარეთ ტორტი ნაღებით.
  4. მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!