ნაღების კრემი შესქელებული რძით – ზღაპრული გემო!

2085

ძალიან ხშირად მიწევს დესერტების მომზადება საკუთარი ხელით. ვცდილობ გავამრავალფეროვანო დესერტები, ამიტომაც კრემების ნაირ სახეობას ვამზადებ.

ჩემი ფავორიტია ნაღების კრემი, რომელიც ნებიმიერი სახის ბისკვიტს და ფირფიტას უხდება.

ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან თქვენ 550გ კრემს მოამზადებთ.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 250გ
  • კარაქი 200გ
  • შესქელებული რძე 50გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • ვანილი

მომზადება

1.ცივ ცხიმიან ხაჭოს დაუმატეთ ცივი შესქელებული რძე. ათქვიფეთ მიქსერით.

2.ოთახის ტემპერატურის კარაქს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ ინგრედიენტები.

3.თქვენ უნდა მიიღოთ ამოფუებული მასა. დაუმატეთ ხაჭო. ისევ ათქვიფეთ მიქსერით.

4.თქვენ მიიღებთ ნაზ ერთგვაროვან კრემს. შეგიძლიათ პირდაპირ გადაიტანოთ საკონდიტრო ტომარში და გააფორმოთ დესერტი.

5.ასეთი კრემი ძალიან მდგრადია, ამიტომაც ფორმას ადვილად ინარჩუნებს.

გემრიელად მიირთვით!