ნატურალური შინ მომზადებული კანფეტები ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

1155

არაფერი სჯობს შნ მომზადებულ კერძებს, განსაკუთრებით ტკბილეულობას. თანაც მზრუნველი დიასახლისი არაფრით არ დაამატებს საზიანო კომპონენტებს, რითიც სავსეა მაღაზიაში ნაყიდი კანფეტები. და თუ პატარა შვილები გყავთ, შინ გემრიელობების მომზადება აუცილებლობასაც წარმოადგენს.

“გასტრონომიამ” შესანიშნავი კანფეტების რეცეპტი მოამზადა თქვენთვის. არც ცხობა და სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი არ დაგჭირდებათ, პროცესს სულ რაღაც 10-15 წუთს მოანდომებთ, ინგრედიენტები კი იოლად ხელმისაწვდომია.

ინგრედიენტები

  • 125 გრ კარაქი
  • 60 გრ შაქრის პუდრი
  • 220 გრ რძის ფხვნილი
  • 12 ც თეთრი ყურძნის მარცვალი
  • ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი.
  2. სურვილისამებრ დაუმატეთ მასას ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ რძის ფხვნილი. კარგად მოზილეთ მასა.
  3. დაყავით მასა ნაწილებად, გააბრტყელეთ ყოველივე და მოათავსეთ ცენტრში ყურძნის მარცვლები და შექმენით ბურთულები.
  4. ამოავლეთ ბურთულები ქოქოსის ფანტელში.

შეგიძლიათ შიგთავსის სახით გამოიყენოთ ცუკატები, ხილის ჩირი, თხილი გემოვნების მიხედვით. მიირთვით ტკბილეული ჩაისთან ან ყავასთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!