აქამდე ლავაშის გამოყენება ამ დესერტისთვის, ყველაზე მარტივ ხერხად ითვლებოდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ რეცეპტი, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს მის მომზადებას. “ნაპოლეონი” კრეკერით და პუდინგის კრემით.
ერთი რამ, რის მომზადებაც დაგჭირდებათ ეს არის კრემი, მაგრამ ვანილის პუდინგის მეშვეობით ის გამოდის საოცრად ნაზი და მკვრივი. ამ რეცეპტში ინგრედიენტების რაოდენობა მითითებულია 25 x 30სმ -ის საცხობი ფორმისთვის.
ინგრედიენტები
- 1ლ რძე
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2ც ვანილის პუდინგი
- 4ც კვერცხის გული
- 200გ კარაქი
- 150გ შაქარი
- 10გ ვანილი
- 200გ კრეკერი
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადება
1.კრემი. 500მლ რძეს დაუმატე ფქვილი, კვერცხის გული, პუდინგი და აურიეთ. დარჩენილი 500მლ რძე წამოადუღეთ კარაქთან და შაქართან ერთად. წინასწარ მომზადებული მასა ნელ-ნელა გახსენით ადუღეულ რძეში და დაბალ ცეცხლზე გაასქელეთ.
2.გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერაგემენტი, დაალაგეთ კრეკერების ერთი ფენა. ზემოდან დაასხით მზა კრემი და გადაანაწილეთ მეორე კრეკერების ფენა.
3.ზევიდან დაადეთ რამე მყარი და შეინახეთ მაცივარში. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!