ნამცხვარი “ფორთოხლის მარმელადი” – განსაკუთრებული არომატით

1198

ეს ნამცხვარი განსაკუთრებულია დილის ან გვიანი საუზმისთვის. ასევე, შავი ყავის იდეალური პარტნიორია.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 120 გ ფორთოხლის მარმელადი
  • 120 გ კარაქი მარილიანი, დარბილებული
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, წვრილად გახეხილი
  • 2 კვერცხი
  • 150 გ თეთრი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 50 გ გახეხილი ნუში
  • 50 გ კანგაცლილი ნუში

მინანქრისთვის: 

  • 120 გ ფორთოხლის მარმელადი
  • 3 ს.კ. კარაქი მარილიანი, დარბილებული
  • 150 გ შაქრის პუდრი

მოსართავად:

  • დაშაქრული ფორთოხლის ნაჭრები

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (20 სმ), რომელსაც  გვერდი ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი  დაუფინეთ.
  2. მარმელადი მომცრო სახელურიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, გადმოდგით და ოდნავ გააცივეთ.
  3. კარაქი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა მიქსერით საშუალოზე დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ  თეთრი, კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  4. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ, ფქვილი და გამაფხვიერებელი თანდათან შეურიეთ. დაუმატეთ მარმელადი, ხოლო დაფქული და კანგაცლილი ნუში ხელით შეაზილეთ. მასა ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  5. აცხვეთ 35-60 წუთი, ვიდრე ოქროსფერი დაედება. 10 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ, ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ.
  6. მინანქარი: ფორთოხლის მარმელადი და კარაქი მომცრო, სახელურიან ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. ცეცხლგამძლე ჯამში  გადაიტანეთ და 5 წუთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ნამცხვარს ზედაპირზე წაუსვით, შემდეგ ფორთოხლის ჩირით მორთეთ. რამდენიმე წუთი გააჩერეთ, დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.