რბილი შოკოლადის დესერტი, ჩემი ბავშვობიდან.
მზადდება ძალიან მარტივად, რამდენიმე წუთში.
“კარტოფილი” გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი.
ინგრედიენტები
- კარაქი 100გ
- კაკაო 5 სუფრის კოვზი
- ორცხობილა 300გ
- შედედებული რძე 200გ
- კონიაკი (სურვილისამებრ) 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- ჯამში მოათვსთ დარბილებული კარაქი.
- მოასხით შედედებული რძე.
- მოაყარეთ გაცრილი კაკაო და კარგად მოურიეთ.
- ორცხობილა (მე ვიყენებ “იუბილენოეს”) დააბლენდერეთ ან დააქუცმაცეთ.
- დაფხვნილი ორცხობილა დაუმატეთ მასას და მოურიეთ.
- სურვილისამებრ დაუმატეთ კონიაკი.
- ხელები დაიმუშავეთ მცენარეული ზეთით.
- ხელის მეშვეობით დესერტს მიეცით კარტოფილის ფორმა.
- მოაყარეთ კაკაო.
- მოათვსეთ მაცივარშუ 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!