ნამცხვარი “მედოვიკის” გამარტივებული ვერსია ძალიან ჰგავს ორიგინალს, თუმცა გაცილებით იოლად და სწრაფად მზადდება. არ საჭიროებს მრავალი ფენის გამოცხობას – მხოლოდ სამი საკმარისია. უმჯობესია, დესერტისთვის კარაქისა და შესქელებული რძის კრემი მოამზადოთ.
თაფლის ნამცხვარი ნაზი და არომატული გამოდის. ეს გახლავთ შესანიშნავი ვარიანტი ოჯახური წვეულებებისთვის ფინჯან ჩაისთან ერთად. შინ გამომცხვარი ტკბილეულობის მოყვარულები აუცილებლად სათანადოდ შეაფასებენ!
ინგრედიენტები
- 300 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 200 გრ კარაქი
- 2 კვერცხი
- 0,5 ჩ.კ. სოდა
- 2 ს.კ. თაფლი
- 200 მლ მოხარშული შესქელებული რძე
მომზადება
- ნელ ცეცხლზე დაადნეთ 50 გრ კარაქი, შაქარი და თაფლი.
- დაუმატეთ კვერცხი, სოდა, კარგად მოურიეთ და როცა მასა ერთგვარი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან.
- ოდნავ გაცივებულ მასაში დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წუთით.
- გაყავით ცომი 3 ნაწილად, გააბრტყელეთ თხლად სათითაოდ და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-5 წუთით.
- კრემისთვის ათქვიფეთ შესქელებული რძე და კარაქი. წაუსვით ფენებს და ნამცხვარი შედგით მაცივარში 20 წუთით. მზა ნამცხვარი დაჭერით ულუფებად.
თაფლის ნამცხვარი შეგიძლიათ მორთოთ ფენების ნაფხვენით, თხილით ან ქოქოსის ფანტელით. არომატული დესერტი გულგრილს არავის დატოვებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!