ნაზი ხაჭოს ორცხობილა საზაფხულო პიკნიკებისთვის

1252

ნაზი ხაჭოს ორცხობილა – საოცარი ტკბილეულია, რომელიც არასდროს არის ზედმეტი მაგიდაზე. ზამთარში ჩაის უხდება, ხოლო ზაფხულში კი ცივ წვენს. ამასთანავე ჩვენ მის მოსამზადებლად გამოვიყენებთ მინიმალური რაოდენობის შაქარს.

ინგრედიენტები

  • 250გ ხაჭო
  • 200გ ფქვილი
  • 80გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • დარიჩინი

მომზადება

1.ცალკე ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი და ხაჭო. მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. ნელ-ნელა მოაყარეთ ცომს. მოზილეთ რბილი და ერთგვაროვანი ცომი. შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 15 წუთი.

3.გაგრილებული ცომი გაყავით შუაზე. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 2-3მმ.

4.დაჭერით ცომის საჭრელით თანაბრად.

5.თითოეულ მართკუთხედს მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი, დაახვიეთ რულეტისებურად. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

6.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და მზად არის!

ნაზი ხაჭოს ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.

გემრიელად მიირთვით!