ამ ტორტის რეცეპტი მარტივია, მას გამოუცდელი კულინარებიც თვალდახუჭულად მოამზადებენ.
შოკოლადის ფაფუკი ტორტი პირში ლღვება.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 250გ
- კვერცხი 5 ცალი
- მცენარეული ზეთი 70მლ
- რძე 100მლ
- გამაფხვიერებელი 10გ
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- მარილი მწიკვი
- შაქარი 150გ
კრემისთვის
- ნაღები 33% 500მლ
- შედედებული რძე 1 ქილა
- შოკოლადი 100გრ
მინანქრისთვის
- შავი შოკოლადი 60გ
- კარაქი 40გ
მომზადება
ბისკვიტისთვის
1.პირველ რიგში ერთმანეტს დააშორეთ კვერცხის ცილა და გული.
2.გულს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და რძე.
3.ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
4.გაცერით და ფქვილის მასა დაუმატეთ გულისას.
5.კარგად მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
6.ცალკე ჯამში მოათავსეთ ცილა და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
7.ათქვიფეთ მიქსერით აქაფებამდე და შესქელებამდე.
8.თქვეფის პროცესში ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.
9.შეაერტეთ ცილის და გულის მასა ფრთხილად, რათა არ ჩავარდეს ქაფი.
10.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
11.ჩაასხით მასა ფორმაში და გადაანაწილეთ თანაბრად.
12.გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 40 წუთი.
13.მზა ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში გასაგრილებლად.
14.გაგრილების შემდეგ გადმოიტანეთ ფორმიდან.
მოვამზადოთ კრემი
15.ღრმა ჯამში ჩაასხით ცივი ნაღები 33%.
16.ათქვიფეთ და დაუმატეთ შედედებული რძე.
17.შემდეგ დაუმატეთ გამღვალი შოკოლადი.
18.კარგად მოურიეთ და კრემიც მზად არის!
ავაწყოთ ტორტი
19.ბისკვიტს მოაშორეათ ზედა ნაწილი და მოჭრილი ფირფიტა დაფხვნით.
20.ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად.
21.თითოეულ ფირფიტას დაასხით 2-3 სუფრის კოვზი რძე.
22.პირველი ფირფიტა მოათავსეთ თეფშზე და თანაბრად წაუსვით კრემი.
23.ზემოდან მოათვსეთ მეორე კორჟი და მასაც წაუსვით კრემი.
24.დაადეთ ბოლო კორჟი, მაგრამ მას არ წაუსვათ კრემი.
25.ზემოდან თანაბრად მოასხით შოკოლადის მინანქარი.
26.მინანქარი მზადდება: 60გ გამღვალ შოკოლადს დაუმატეთ 40გ კარაქი და მოურიეთ.
27.ტორტი გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.
28.ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.
გემრიელად მიირთვით!