„ჩემი ცოლი დღესასწაულებზე ყოველთვის რაღაცას იგონებს. ამჟერად, მისი გაოცება გადავწყვიტე. ქაღალდის ვალენტინები ახალგაზრდა ჟენტლმენებისთვისაა. საყვარელ ცოლს სიყვარულის დღეს შინაურულ ბისკვიტის ტორტს ბანანის, ფორთოხლის და შოკოლადის კრემით მოვუმზადებ!“ – ჩემმა ძმამ თავისი გეგმა გამიზიარა. მისმა სადღესასწაულო ნამცხვარმა მეც ტკბილეულის მომზადება შთამაგონა.
Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გულის ფორმის დესერტი არომატული და გემრიელი კრემით. სიყვარულის დღისთვის და არა მხოლოდ!
ბისკვიტის ტორტი კრემით
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 5 გ ვანილი
- 120 გ შაქარი
- 20 გ სიმინდის სახამებელი
- მწიკვი მარილი
კრემის ინგრედიენტები:
- 2 ბანანი
- 0,5 ფორთოხლის წვენი
- 120 გ შაქარი
- 75 გ თეთრი შოკოლადი
- 75 გ შავი შოკოლადი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხი მწიკვი მარილთან ერთად მოცულობაში გაზრდამდე ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი და ვანილი დაუმატეთ. დაახლოებით 10 წუთით სქელი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
2. ფქვილი და სახამებელი აურიეთ, შემდეგ გაცერით. ფქვილის ნარევი კვერცხის მასას რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ და აურიეთ.
3. ცომი წინასწარ პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. მზა ბისკვიტი ღუმელშივე გააგრილეთ.
4. კრემის მოსამზადებლად მიქსერის ჭიქაში ბანანი, ფორთოხლის წვენი და შაქარი აურიეთ. მზა მასა ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. ბოლოს თეთრი შოკოლადი დაუმატეთ და კრემში სრულად გაადნეთ. ამაზე დაახლოებით 5 წუთს დახარჯავთ.
5. დანით და ძაფით ბისკვიტი პერიმეტრზე გაჭერით. ბისკვიტის ზედა და ქვედა ფენებს კრემი უხვად წაუსვით. გვერდებზეც კრემი წაუსვით. ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. უმჯობესია მთელი ღამით გააჩეროთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.
6. შავი შოკოლადი სახეხზე გახეხეთ, შემდეგ ტორტს მოაყარეთ. გულის ფორმის თეფში აიღეთ ან ქაღალდიდან გულის ფორმა გამოჭერით, შემდეგ ტორტის ცენტრში დააფარეთ. ახლა ტორტს თავისუფალ კუთხეებში შოკოლადის ფანტელები მოაყარეთ. შაბლონი მოაშორეთ და დაუფარავ ადგილას ქოქოსის და ფერადი ფანტელები მოაყარეთ.
ესეც ასე, გემრიელი ტორტი სიყვარულის დღისთვის მზადაა. გემრიელად მიირთვით!