Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნავები ფენოვანი ცომით და გემრიელი შიგთავსით. ეს ნავები სრულფასოვანი კერძია ხორცით, კარტოფილის გარნირი, წასახემსებელი მარილიანი კიტრით და პურით. სავახშმოდ იდეალურად გამოგადგებათ.
ინგრედიენტები:
- 500 გ უსაფუარო ფენოვანი ცომი (2 ფირფიტა 250 გრამიანი)
- 300 გ ღორის ფილე
- 1 დიდი ხახვი
- 3-4 კარტოფილი
- 100 გ კარაქი
- 1 დიდი ან 3-4 პატარა მწნილი კიტრი
- 1 კვერცხი
- 50 გ ხმელი ყველი
- მარილი, წიწაკა
მომზადების წესი:
1. გალღობილი ცომის ფირფიტები დაჭერით ისე, რომ 12 ერთნაირი მართკუთხედი მიიღოთ.
2. თითოეული გააბრტყელეთ და მოპირდაპირე მხარეებზე ჩაჭერით.
3. კარტოფილი გათალეთ და გარეცხეთ. მარილიან წყალში მომზადებამდე მოხარშეთ. 30 გ კარაქი დაუმატეთ და პიურე გააკეთეთ. კიტრი პატარა კუბებად დაჭერით. ხორცი წვრილად დაჭერით, დარჩენილ კარაქში ძლიერ ცეცხლზე შეწვით. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ და 10 წუთით საშუალო ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე თუშეთ. ახლა თავსახური მოხსენით და ძლიერ ცეცხლზე სითხის აორთქლებამდე თუშეთ.
4. ცომს 1 სუფრის კოვზი კარტოფილი დაუმატეთ და თანაბრად გაანაწილეთ. კარტოფილს ზემოდან ხორცი დაადეთ, ხორცს – კიტრი.
5. ორივე მხარიდან მორიგეობით გადაკეცეთ ისე, რომ ჩაჭრილი ადგილები შუაში აღმოჩნდეს. კუთხეები შეკარით, ნავის ფორმა მიეციეთ.
6. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით, პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
7. ნავები გადაიტანეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ (შეგიძლიათ ყველი არ გამოიყენოთ), ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. 200 გრადუსზე შეწითლებამდე შეწვით. როგორც წესი, 15-25 წუთი ცხობა საკმარისია.
გემრიელად მიირთვით!