მხლოვანის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხლის, ისპანახის ან ქორფა ჭინჭრის ფოთლები. დღეს გასტრონომია ისპანახის მხლოვანს მოგიმზადებთ.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- ფქვილი – 200 გ
- საფუარი – 5 გ
- შაქარი – 2 გ
- მარილი – 5 გ
- ზეთი – 20 მლ
- წყალი – 100 მლ
გულსართისთვის:
- ისპანახი – 500 გ
- მწვანე ხახვი – 10 გ
- ქინძი – 10 გ
- ზეთი – 50 მლ
- დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საფუარი და შაქარი გახსენით თბილ წყალში. ცალკე თასში ფქვილის შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი.
- ცომი ზეთიანი ხელით კარგად გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ, ტილო კვლავ გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად.
- ისპანახი გარეცხეთ და მხოლოდ ფოთლები დაჭერით. გაახურეთ ტაფა და დაჭრილი ისპანახი მოშუშეთ ზეთში. თავიდანვე დაამატეთ წინასწარ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი, ბოლოს – მარილი და დაღერღილი წიწაკა. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ მზა მასას შეურიეთ გახეხილი ყველიც.
- ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300-გრამიანი გუნდა, გაშალეთ, ჩადეთ გულსართი და თავი მოუკარით. მხლოვანი გააბრტყელეთ 1 სმ სისქემდე. შუაში დაუტოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი.
- გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე 7-10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!