მწვანე ლობიო ნიგვზით – ყველაზე გემრიელი სამარხვო კერძი

5695

მწვანე ლობიოს სეზონი ახლოვდება და დროა ჩავინიშნოთ მისგან მომზადებული რეცეპტები. დღეს მწვანე ლობიოს მოვამზადებთ ნიგვზით. კერძი რომელიც ბევრს უყვარს…

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო – 2 კილოგრამი
  • ნიგოზი  – 1 ჩაის ჭიქა
  • ხახვი – 3-4 თავი
  • ოხრახუში, ქინძი, რეჰანი,
  • ქონდარი და ომბალო – 100 გრამი
  • ნიორი, ძმარი, წიწაკა და მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ლობიო მოვხარშოთ ისევე, როგორც ზემოთ იყო აღწერილი და გავაცივოთ. მუჭით ჩავჭყლიტოთ ქვაბშივე და მოვაცალოთ დარჩენილი ფხა და ძაფი.
  2. ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი, ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
  3. მოვურიოთ ხელით ან კოვზით, ისე რომ მოხარშული ლობიო კარგად აილესოს საკმაზში. შემდეგ შევანელოთ მარილით, წიწაკით, ნივრით და ძმრით – გემოვნების მიხედვით.
  4. გადმოვიტანოთ ლანგარზე, მოვრთოთ მწვანილით და მივიტანოთ სუფრაზე.