თუ დღესასწაულების შემდეგ სახლში კვერცხი არ დაგრჩათ, ოჯახი კი ბლინებს ითხოვს საუზმეზე, მოამზადეთ სამარხვო ბლინები ვაშლით და დარიჩინით. ნაზი ცომი სულ რაღაც 2 წუთში მზადდება. ეს მარტივი რეცეპტი შეგიყვარდებათ! ნაზი ბლინების შემადგენლობაში შაქრის შემცვლელი – სტევია დავამატეთ, თუმცა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი შაქარიც გამოიყენოთ.
ინგრედიენტები
- 250 მლ რძე
- 100 მლ გაზიანი წყალი
- 300 გრ ფქვილი
- 2 ვაშლი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- სტევია გემოვნებით
მომზადება
1. შეურიეთ ფქვილი, რძე, მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. დაამატეთ სტევია, დარიჩინი და მოურიეთ.
2. გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი. გათალეთ ვაშლი, გაჭერით შუაზე. მოაცილეთ შუაგული და დაჭერით თხლად. დაასხით ტაფაზე ცომის ¼ და ზემოდან დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები.
3. როცა ბლინები ქვემოდან შეიბრაწება. გადააბრუნეთ მეორე მხარეს. გამოიყენეთ დარჩენილი ცომი. მზა ბლინები მიირთვით თაფლთან, მურაბასთან ან შაქრის პუდრთან. ასევე შეგიძლიათ მორთოთ ნაყინით.
შეინახეთ ამ დაბალკალორიული საუზმის რეცეპტი და მოიხსენით საკითხი, თუ რა აჭამოთ ოჯახს დილით. ასევე გაუზიარეთ ეს გემრიელი იდეა მეგობრებს!