მოამზადეთ უგემრიელესი აჯიკა, სწრაფი და მარტივი რეცეპტით

4966

წარმოგიდგენთ აჯიკის მომზადების მარტივ და სწრაფ მეთოდს. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ინგრედიენტები: 

  • 300 გ დაღერღილი წიწაკა
  • 3-4 ცალი შებოლილი წიწაკა
  • 200 გ დაჭყლეტილი ნიორი
  • 15 გ ხმელი ქონდარი
  • 35 გ დაფქული ხმელი ქინძი
  • 100 გ უცხო სუნელი
  • 150 გ მარილი
  • 300 მლ ზეთი
  • 450 მლ წყალი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და დავდგათ, სანამ წყალი გაუჯდება. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ და სასურველი ჭურჭლით შევინახოთ.

რედაქციის რჩევა

თუ აჯიკა შესანახად გვინდა, გამოვიყენოთ 200 გ მარილი და 100 გ ნიორი, ხოლო თუ ყოველდღიურად მისართმევად  – 150 გ მარილი და 200 გ ნიორი. ტრადიციულ აფხაზურ აჯიკას შებოლილი წითელი წიწაკაც ემატება. გავითვალიწონოთ, რომ თანამედროვე ხორცსაკეპ მანქანებში მარილის გატარება  არ შეიძლება, ამიტომ, გამოვიყენოთ ხელის ხორცსაკეპი მანქანა.

სხვა ვარიანტი 

ძალიან გემრიელი მწვანე აფხაზური აჯიკა, რომელიც ასე მზადდება:

300 გ მწვანე წიწაკა, 100 გ აყვავებული ქინძი, 50 გ ნიახური და 50 გ ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ ტარდება, შემდეგ ემატება მარილი.