მოამზადეთ ზამთრისთვის ძალიან გემრიელი ტკბილ-მწარე აჯიკა

2318

ვერცერთი მაღაზიაში შეძენილი დაკონსერვებული პროდუქტი ვერ შეედრება სახლში დამზადებულს. რა სასიამოვნოა, როდესაც ზამთრის ცივ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კიტრის მწნილი, პომიდვრის ან სალათის კონსერვები და შეიგრძნოთ ზაფხულის არომატი.

ჩემს ოჯახში აჯიკა ყველას ძალიან უყვარს, ამიტომ მას ყოველ წელს ვაკეთებ და სანამ ზამთარი მოვა, საკუჭნაოში ერთი აჯიკით სავსე ქილაც კი აღარ რჩება. სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ აჯიკის რეცეპტს, რომელსაც უკვე 5 წელზე მეტია ვიყენებ მის მოსამზადებლად. პროდუქტი იმდენად გემრიელია, რომ დარწმუნებული ვარ, ცდუნებას ვერ გაუძლებთ და მას მომზადებისთანავე დააგემოვნებთ.

აჯიკა შეგიძლიათ მიირთვათ პურთან ერთად, ან გამოიყენოთ იგი სოუსის სახით, იგი განსაკუთრებით გემრიელია ფლოვთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 10 კგ პომიდორი
  • 2 კგ ტკბილი ბულგარული პილპილი
  • 500 გრ ცხარე პილპილი
  • 500 გრ ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 8 აბი ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა)
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში)
  • 2-3 ც დაფნის ფოთოლი
  • 2 ღერო გამხმარი კამა

მომზადების წესი

1. პომიდორი, ყველა სახის პილპილი და ნიორი ხორცის მანქანაში გაატარეთ.

2. დაუმატეთ მარილი, მწვანილი, დაფნის ფოთოლი, კამა და დანაყული ასპირინი.

3. მოურიეთ. დატოვეთ ინგრედიენტები მინანქრის ქვაბში მთელი დღის განმავლობაში, დრო და დრო მოურიეთ. აჯიკის ქილებში ჩასხმისას კამა და დაფნის ფოთლები უნდა მოაშოროთ მასას.

4. ჩაასხით მასა ქილებში და მოხუფეთ.

5. აჯიკას მაცივარში შენახვა არ სჭირდება. უბრალოდ შეინახეთ იგი გრილ ოთახში.

გემრიელად მიირთვით!