მოამზადეთ გემრიელი ფხვიერი ორცხობილა მინიმალური ინგრედიენტებით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

2126

“სათუთი მომენტი” – ეს არის ფხვიერი ორცხობილა ვანილის არომატით, რომლის რეცეპტსაც დღეს ჩვენი რედაქცია ერთგულ მკითხველებს გაგიზიარებთ!

ეს ორცხობილები კვერცხისა და გამაფხვიერებლის გარეშე მზადდება. ისინი სახამებლისა და შაქრის პუდრის მეშვეობით ძალიან ფხვიერი გამოდის.

კარაქზე მომზადებული ფშვნადი ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 50 გრ შაქრის პუდრი
  • 50 გრ სახამებელი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. თასში შეურიეთ ერთმანეთს დარბილებული კარაქი, მცენარეული ზეთი, შაქრის პუდრი, ვანილის შაქარი და მარილი.

2. ხელით კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და კვლავ მოურიეთ.

3. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და დაიწყეთ ცომის მოზელა. როდესაც მასა ფქვილს კარგად შეიზელს, დაუმატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა ფქვილი და გააგრძელეთ ცომის მოზელა.

4. როდესაც ცომი გახდება ერთგვაროვანი, პლასტმასისებრი მასა, დარჩენილი ფქვილი სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ და მასზე ხელით კარგად მოზილეთ ცომი.

5. დაამრგვალეთ ცომი და შუაზე გაჭერით.

6. თითოეულ ნაჭერს ძეხვის ფორმა მიეცით და 2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

7. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და მასზე დაალაგეთ ორცხობილები.

8. გამოაცხვეთ ორცხობილები 180 გრადუსზე, 15-25 წუთის განმავლობაში.

9. გამომცხვარი ორცხობილები გასაცივებლად თასში მოათავსეთ.

10. სანამ მიირთმევდეთ, ორცხობილებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!