მედოკი, რომელიც 30 წუთში მზადდება

1295

თუ სიტყვა “ტორტი” მესიმის, წარმოვიდგენ ხანგრძლივ და დამღლელ მზადების პროცესს. მაგრამ ამ რეცეპტის აღმოჩენის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.

მის მოსამზადებლად საჭიროა 30 წუთი, დიახ არ მოგესმათ ეს სიმართლეა.

მოდით მოვამზადოთ და კიდევ ერთხელ, ერთად დავრწმუნდეთ ამაში.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100გ
  • თაფლი 100გ
  • მარილი
  • კარაქი 75გ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • არაჟანი 500გ
  • შაქრის ფხვნილი 75გ
  • ვანილი 20გ

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად. დაუმატეთ გამღვალი კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და თაფლი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მოაყარეთ კვერცხს მასას ათქვიფეთ მიქსერით.

3.ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაასხით ცომი. გამოცხეთ 10 წუთი 180 გრადუსზე.

4.ამასობაში მოამზადეთ კრემი. არაჟანს დაუმატეთ ვანილი და შაქრის ფხვნილი.

5.ფირფიტა გაყავით 4 ნაწილად. ააწყეთ ტორტი. მთლიანად დაფარეთ კრემით.

6.დაფხვენით კორჟის ნაჭრები და მოაყარეთ ტორტს. შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!