მედოკი გასაოცარი კრემით

2679

ძალიან გემრიელი მედოკი შედედებული რძის კრემით.

ალბათ ეს ნამცხვარი ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობია, მაგრამ ეს კრემი მას განსხვავებულს ხდის.

ინგრედიენტები

ფირფიტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ + 200გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი

კრემი

  • მოხარშული შედედებული რძე 1 ქილა
  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • არაჟანი (20-30%) 400გ

მომზადება

  1. ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კარაქი და თაფლი.
  2. ქვაბი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, გაალღვეთ მასში არსებული ინგრედიენტები.
  3. დაუმატეთ სოდა, მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  4. თითო-თითოდ ჩატეხეთ კვერცხი ცხელ მასაში და ათქვიფეთ.
  5. მოაყარეთ 300გ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ტხელი ცომი.
  6. ცომი მოატავსეთ მაცივარში 30 წუთი.
  7. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე.
  8. მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გადმოიტანეთ ცომი. მოაყარეთ ფქვილი (დაახლოებით 200გ), მოზილეთ ცომი.
  9. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით თანაბარ ნაწილებლად.
  10. თითოეული ნაწილი დააბურთავეთ.
  11. თითოეული ბურტი გააბრტყელეთ პერგამენტზე თხლად (შეგიძლიათ გამოიყენოთ ფქვილი).
  12. ყველა რგოლი გაჭერით ერთ ზომაზე.
  13. მე გამომივიდა 20სმ დიამეტრის მქონე რგოლები.
  14. მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე 3-4 წუთი.
  15. რიგ-რიგობით გამოაცხვეთ ფირფიტები (მე გამომივიდა 8). ასევე გამოაცხვეთ ცომის მოჭრილი ნაწილები.

მოვამზადოთ კრემი

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ არაჟანი.
  2. დაუმატეთ შედედებული რძე და შაქრის ფხვნილი.
  3. ათქვიფეთ მიქსერით.

ავაწყოთ ტორტი

  1. თეფშს წაუსვით ცოტა კრემი, დააფიქსირეთ პირველი ფირფიტა.
  2. წაუსვით კრემი ფირფიტას და გადაანაწილეთ თანაბრად.
  3. მოათავსეთ შემდეგი ფირფიტა და წაუსვით კრემი.
  4. ტორტს მოაყარეთ დაფხვნილი ცომი.
  5. მოათავსეთ მაცივარში, რამდენიმე საათი.

გემრიელად მიირთვით!