მეგობარმა დაბადების დღეზე ყაყაჩოს პეროგი გამომიცხო. მის საოცარ გემოს დღემდე ვერ ვივიწყებ

248

წელს დაბადების დღის გადახდას არ ვაპირებდი, მაგრამ მეგობარმა ყაყაჩოს პეროგი გამომიცხო და მომართვა. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი იყო. იმდენად გემრიელი იყო, რომ ვერ ვჩერდებოდი. მინდა გასწავლოთ, როგორ მოამზადოთ ეს საოცარი პეროგი ყაყაჩოს შიგთავსით.

Gastronomia.ge–ს რედაქცია შესანიშნავ დესერტს გიზიარებთ.

ყაყაჩოს პეროგი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 50 გ სახამებელი
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს/კ არაჟანი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ ყაყაჩო
  • 1 ლ რძე
  • 300 გ ვაშლი
  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 40 გ მანანის ბურღული
  • 20 გ სახამებელი
  • 100 გ კაკალი
  • 50 გ ცუკატი
  • 100 გ ქიშმიში
  • 50 მლ რომი
  • 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

1. ბისკვიტი მოამზადეთ. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ. დაჭრილი ცივი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. არაჟანი და კვერცხის გულები დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. ამ დროში ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით, შემდეგ გადაწურეთ, რომი დაასხით და გააჩერეთ. თუ ცუკატის ნაცვლად გარგარის ჩირს იყენებთ, ქიშმიშს დაუმატეთ.

2. ყაყაჩოს თესლს რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ ქურას მოაშორეთ. გაგრილება აცადეთ. ყაყაჩო წვრილ საცერზე გადაიტანეთ და ზედმეტი სითხისგან დაწურეთ. შემდეგ შაქრის ნახევარი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

3. შიგთავსის კარაქი და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ. კვერცხის გულები დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ყაყაჩო, ფორთოხლის ცედრა, მანანის ბურღული და სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ.

4. მსხვილად გახეხილი ვაშლი, კაკალი, ქიშმიში რომთან ერთად, ცუკატი, ნუშის ექსტრაქტი დაუმატეთ და აურიეთ. კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ და შიგთავსს ბოლოს დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ.

5. ცომი ფორმაში გააბრტყელეთ. გვერდები გაუკეთეთ, ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. ყაყაჩოს შიგთავსი ჩაასხით და გაასწორეთ. 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ, შემდეგ 160 გრადუსზე 1 საათით.

ყაყაჩოს პეროგი მზადაა. ხრაშუნა ბისკვიტი და უხვი შიგთავსი ნამდვილად გაგაოცებთ. დროა, ფინჯანი ყავა ან ჩაი მოადუღოთ და მეგობრები ან ოჯახის წევრები სუფრაზე მიიწვიოთ.