ყველის ბურთების მომზადება სახლის პირობებში ერთი სიამოვნებაა. ეს ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი და გემრიელი წასახემსებელია. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ! წარმოუდგენლად გემრიელია, განსაკუთრებით შტოშის სოუსთან ერთად.
პირველად ასეთი ყველის ბურთები მეგობრის ქორწილში რესტორანში გავსინჯე. ამის შემდეგ მის გემოს ვერ ვივიწყებდი, სახლში მისი მომზადება ვცადე და შედეგში იმედი არ გამიცრუვდა. რეცეპტი მარტივია, მაგრამ საიდუმლოებებით. რეცეპტი ჩაიწერეთ ან შეინახეთ. წარმოუდგენლად მარტივად და სწრაფად მზადდება.
Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ყველის ბურთების დამზადების ინსტრუქციებს.
ყველის ბურთები სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 250 გრ ყველი მოცარელა
- 2 კვერცხი
- 70-100 მლ რძე
- 150-200 გრ საფანელი
- ნებისმიერი სოუსი მისაყოლებლად
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
1. ყველი გახეხეთ.
2. კვერცხი და რძე ათქვიფეთ.
3. ცალკე თასში საფანელი ჩაყარეთ.
4. პატარა ქვაბში ზეთი გააცხელეთ.
5. ყველიდან ბურთები გააკეთეთ. თითოეული ბურთი რძე–კვერცხის ნარევში ამოავლეთ, შემდეგ საფანელში. ასე 3–4–ჯერ გაიმეორეთ. რაღაც კვერცხის ნაჭუჭის მსგავსი უნდა გამოვიდეს. ეს არის მთავარი საიდუმლო!
6. ბურთები თითქმის დუღილამდე გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან 1–2 წუთით შეწვით. ბურთები ზეთში უნდა ჩაიძიროს. მზა ბურთები სალფეთქზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, სახლის პირობებში ყველის ბურთების მომზადება ზედმეტი აურზაურის და ფუსფუსის გარეშე შეიძლება. ცხელი ყველის ბურთები კენკრის ან ნაღების სოუსთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ.
ბევრი წასახემსებლის მსგავსად ყველის ბურთები ჯანსაღი კვების მოყვარულებს დიდად არ გამოადგება. ფრიტიურში შემწვარი ყველის გემო სხვას ყველას მოეწონება!