გიყვართ მაწვნის შეჭამანდი? გასტრონომიას რედაქცია მაწვნის შეჭამანდის ორ შესანიშნავ ვარიანტს გთავაზობთ. არჩევანი კი თქვენზეა, რომელიც უფრო ძალიან მოგეწონებათ ის მოამზადეთ.
რეცეპტი 1
ინგრედიენტები:
- მაწონი 0,5 ლ
- წყალი 1,5 ლ
- ხახვი 2-3 თავი
- კარაქი 100 გ
- კვერცხი 2 ც
- ბრინჯი 50 გ
- რძე 50 გ
- მარილი და მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქვაბში, კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- მაწონი გავსნათ თბილ წყალში დ ნელ-ნელა დავუმატოთ მოშუშულ ხახვს. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ.
- ადუღების შემდეგ ჩავუმატოთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული ბრინჯი, თბილ რძეში ავთქვიფოთ კვერცხის გული და კიდევ ვურიოთ 3 წთ.
- სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა და ტარხუნა.
რეცეპტი 2
ინგრედიენტები:
- მაწონი 0,5 ლ
- წყალი 1,5 ლ
- ხახვი 2 თავი
- ერბო 50 გ
- ხორბლის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- მწვანილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში ან ერბოში.
- მაწონს დავასხათ წყალი და შევურიოთ ხორბლის ფქვილი, კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ მოშუშულ ხახვს, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ვადუღოთ 10 წთ.
- ჩავამატოთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხები, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, წამოვადუღოთ და კერძიც მზადაა.
თქვენ როგორ ამზადებთ მაწვნის შეჭამანდს?