მარწყვის ჩიზქეიქი – ხაჭოს უნაზესი გულსართით

1727

მარწყვის უნაზესი ჩიზქეიქი ჟელეთი და ხილით, არ დაგავიწყდეთ  ურბილესი ხაჭოს გულსართი – ეს ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დაპატიჟოთ სტუმრები. დამიჯერეთ პირველივე ლუკმიდან მათ სახეზე გაოცებას შეამჩნევთ.

ინგრედიენტი ფუძისთვის

  • 300გ ორცხობილა
  • 100გ კარაქი
  • საცხობი ფორმა

ინგრედიენტები ხაჭოს გულსართისთვის 

  • 18გ ჟელატინი
  • 700გ ხაჭო
  • 200გ ნაღები 30%
  • ვანილი
  • 10 მარწყვი

ინგრედიენტები მარწყვის ჯემისთვის

  • 15გ ჟელატინი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 300გ მარწყვი

მომზადება

1.დააბლენდერეთ ორცხობილა. ერთგვაროვანი მასა გვჭირდება.

2.გაალღვეთ კარაქი.

3.კარაქი დაუმატეთ ორცხობილას და გადაურიეთ.

4.გადაანაწილეთ ფორმაში და დატკეპნეთ. მანამ, სანამ მოამზადებთ გულსართს ფორმა შეინახეთ მაცივარში.

5.დეკორისთვის აარჩიეთ მარწყვი და გაჭერით შუაზე.

6.ჟელატინს დაასხით წყალი და დაელოდეთ ამოფუებას.

7.ათქვიფეთ ხაჭო, დაუმატეთ ნაღები, შაქრის ფხვნილი და ვანილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

8.ამოფუებული ჟელატინი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და დაელოდეთ გალღობას.

9.ჟელატინს დაუმატეთ ხაჭო.

10.ორცხობილის ფორმის კიდეში გადაანაწილეთ მარწყვი. მოასხით ხაჭოს მასა და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

11.ამასობაში მოვამზადოთ ჟელე. 15გ ჟელატინს დაუმატეთ 50მლ წყალი. დატოვეთ 10 წუთი.

12.ღრმა სქელ ქვაბში ჩაასხით 100მლ წყალი, დაუმატეთ შაქარი და მარწყვი. გააცხელეთ 10 წუთი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და ათქვიფეთ.

13.გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გამოწურეთ.

14.ჩაასხით ჟელე ფორმაში და შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.

მე ძალიან მომწონს გამჭვირვალე ჟელე. უამრავი დეკორაციის მოფიქრება შეიძლება.

გემრიელად მიირთვით!