ნამცხვარს სასიამოვნო ყავის გემო და არომატი აქვს, შოკოლადის ფერი კი ძალიან მადისაღმძვრელია. ბიუჯეტური შემადგენლობის მიუხედავად ძალიან მდიდრული გამოდის. რეცეპტს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები შემატოთ და გააუმჯობესოთ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 160გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 180გ
- ვანილი 10გ
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
- კარაქი 100გ
- ყავა 3 ჩაის კოვზი
მომზადება
1.ათქვიფეთ კვერცხი და ვანილი, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.
2.გააცხელეთ კეფირი, დაუმატეთ ყავა და დატოვეთ 5-10 წუთი. ჩაასხით კვერცხის მასაში და ისევ ათქვიფეთ.
3.გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ ცომი. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.
4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!