მარტივი ინდური დესერტი, რომელიც საკმაოდ ტკბილი და მსუყეა.

3319

ეს ინდური დესერტი თავის სამშობლოში გულაბ ჯამუნის სახელით არის ცნობილი. გულაბ ჯამუნი მშრალი რძის ბურთულებია, რომლებსაც სხვადასხვა ინგრედიენტი ემატება. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

ინგრედიენტები:

შაქრის სიროფისთვის:

  • 1,25 მლ (5 ჭ) წყალი
  • 1 კგ (5 ჭ) შაქარი
  • 4 ილის პარკი
  • 1/2 ჩ.კ. მიხაკი
  • 1 ს.კ. ვარდის წყალი

გუფთისთვის: 

  • 450 გ (3ჭ) რძის ფხვნილი
  • 150 გ (1ჭ) თეთრი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 90 მლ  (1/3 ჭ) სეზამის ზეთი
  • 180 მლ (3/4) რძე
  • 1 ლ (4 ჭ) ვეგეტარიანული ზეთი

მომზადების წესი:

  1. შაქრის სიროფი: წყალი, შაქარი, დაცეხვილი ილი, მიხაკი და ვარდის წყალი დიდ ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს. აადუღეთ, დროდადრო ურიეთ, ვიდრე შაქარი გადნება.
  2. დაუწიეთ ცეცხლს და სიროფი დაახლოებით 15 წთ ადუღეთ. გადმოდგით. გააგრილეთ.
  3. გუფთა: რძის ფქვნილი, ფქვილიდა გამაფხვიერებელი ჯამში გაცერით. დაუმატეთ  სეზამის ზეთი და რძე. მოზილეთ რბილი ცომი. მისგან კაკლისხელა 24 ბურთულა მოამზადეთ.
  4. ღრმა ქვაბში ან ვოკში ზეთი 190 გრადუსზე გააცხელეთ. თუ ზეთის ტემპერატუროს საზომი თერმომეტრი არ გაქვთ, პურის პატარა ნაჭერი ცხელ ზეთში ჩააგდეთ, თუ ზედაპირზე ამოტივტივდა, ბუშტუკები გაუჩნდა და ოქროსფრად  შეიფერა, შეწვა დაიწყეთ.
  5. გუფთები ულუფებად შეწვით. ბრტყელპირიანი კოვზით ამოიღეთ, ქაღალდის ტილოზე დაწურეთ. სიროფში ჩადეთ და 4 სთ დატოვეთ.
  6. სუფრაზე სიროფთან ერთად, თბილი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს ტკბილი რეცეპტი მეგობრებს!