მარტივი დესერტი ორცხობილისა და ნაღებისგან

1496

გუშინ ჩემი ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შემოიხედა სამზარეულოში და გაოცებისაგან გაშეშდა. ქმრის მოსვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავხსენი ბისკვიტის ორცხობილა და ცალკე პაკეტში ჩავყარე. პაკეტში მოთავსებული ორცხობილა მაგიდისა (ორცხობილით სავსე პაკეტი ძლიერად ვურტყი მაგიდას) და ჩემი ძალის მეშვეობით დავფხვენი.

ქმარი 2 წუთის განმავლობაში მადევნებდა თვალს,  გაკვირვებულმა მკითხა თუ რას ვაკეთებდი და ვინმეზე ხომ არ ვიყავი გაბრაზებული. მე კი სიცილით ვუთხარი, რომ ვამზადებდი სწრაფ დესერტს, რომელსაც დღეს აუცილებლად დავაგემოვნებდით.

ასეთი დესერტის რეცეპტი აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ დიასახლისებმა. მისი მომზადება უმარტივესია არ საჭიროებს დიდ დროს, ამავდროულად ის შედგება უმარტივესი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან, რაც საქმეს ძალიან აადვილებს.

სწრაფი დესერტი

დღეს, ჩვენი რედაქცია ორცხობილისაგან დამზადებულ სწრაფი დესერტის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ ნაღები და შესქელებული რძე. ეს დესერტი მზადდება სულ რაღაც 5 წუთში.

ინგრედიენტები:

  • 200გ ორცხობილა
  • 2 დიდი ზომის ლიმონი
  • 200მლ შესქელებული რძე
  • 200მლ ნაღები(33%)
  • ლიმონის ქერქი ვიზულისთვის

მომზადება

1.ორცხობილა მოათავსეთ პაკეტში და წვრილად დაფხვენით. მის დასაქუცმაცებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცომის გამაბრტყელებელი.

2.დესერტის გასაფორმებლად თქვენ დაგჭირდებათ 4 ჭიქა. პირველ ფენად დაყარეთ ორცხობილა და კარგად გადაანაწილეთ ჭიქის ძირზე.

3.კრემის მოსამზადებლად ღრმა ჯამში ერთმანეთს აურიეთ ნაღები და შესქელებული რძე.მოურიეთ მიქსერით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

4.გარეცხეთ ლიმონი და გაყავით შუაზე. კარგად გამოწურეთ. კრემს დაუმატეთ ლიმნის წვენი და თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას.

5.ორცხობილის პირველ ფენას წაუსვით ლიმონის კრემი. თანაბრად გადაანაწილეთ კრემი. მეორე ფენად გამოიყენეთ ასევე ორცხობილა და მასაც ზემოდან თანაბრად წაუსვით კრემი.

6. კრემის ზედაპირი კარგად მოასწორეთ და გააფორმეთ გახეხილი ლიმონის ქერქით.

7. დესერტი 1 საათით მოათავსეთ მაცივარში. მაგრამ თუ ვერ ითმენთ შეგიძლიათ მიირთვათ გაყინვამდე.

და აი სულ ეს არის, სწრაფი ლიმონის დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

რჩევა

მსგავსი დესერტი მე რიგაში ყოფნისას გავსინჯე  მას იქ  ფირფიტებს ეძახდნენ. მე ამ ტიპის დესერტები ძალიან მიყვარს, რადგან არ გიწევს არაფრის ცხობა და დროის კარგვა. დაფხვენი ორცხობილა, ათქვიფე კრემი, დაალაგე ფენებად და უგემრიელესი დესერტიც მზად არის.

თუ თქვენ დესერტების მოყვარული ხართ, მაგრამ მათი მომზადების დრო არ გაქვთნ, მაშინ ეს რეცეპტი ზუსტად თქვენთვისაა!