Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შინაურული, თაფლიანი ტორტის თითქმის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა თაფლი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 5 კვერცხი
- 1 ს/კ სოდა
- 4 ს/კ ძმარი
კრემის ინგრედიენტები:
- 1 ლ არაჟანი
- 100 გრ შაქარი
- ცოტა ლიმონმჟავა
მომზადების წესი:
- თაფლი და შაქარი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და გაცრილი ფქვილი ორ ეტაპად დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
- ცეცხლიდან გადმოდგით და მიქსერით ათქვიფეთ. თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ და ათქვიფეთ. თხელი ცომი უნდა მიიღოთ.
- სოდა ძმარში ჩააქრეთ და ცომს დაუმატეთ, სწრაფად აურიეთ.
- ცომი 4-6-8 ნაწილად გაყავით.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით.
- 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითოეული ბისკვიტის ფენა 7-10 წუთით აცხვეთ, რაც ბისკვიტის ფენის სისქეზეა დამოკიდებული.
- ბისკვიტის ფენები გააგრილეთ.
- არაჟანი შაქართან და ლიმონმჟავასთან ერთად ათქვიფეთ.
- ტორტი ააწყვეთ: ბისკვიტის ფენებს კრემი წაუსვით, აწყობილი ტორტის გვერდებსაც კრემი წაუსვით და ნაფხვენი მოაყარეთ.
- მთელი ღამით მაცივარში გააჩერეთ.
- გემრიელად მიირთვით!