მარტივად მოსამზადებელი “რაფაელოს” კრემი ტორტისთვის

3635

უმრავლესობისთვის ბავშვობიდან ცნობილია “რაფაელოს” დაუვიწყარი გემო. დღეს გასტრონომიას რედაქცია შემგთავაზებთ სწორედ ამ კრემის რეცეპტს, რომელიც შინ შეგიძლიათ მოამზადოთ. დაგვერწმუნეთ პროცესი ძალიან მარტივია.

ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამგვარად მომზადებული კრემის შემადგენლობაში არ იქნება კონსერვანტები, რომელიც საკმაოდ ჭარბი რაოდენობით გვხვდება რაფაელოს კანფეტებში. შეარჩიეთ ხარისხიანი ინგრედიენტები, საუკეთესო შოკოლადი, ახალი კარაქი.

როგორ მოვამზადოთ საუკეთესო კრემი “რაფაელო”

ინგრედიენტები:

  • 70 გრ. ქოქოსის ფანტელი
  • 400 გრ. შედედებული რძე (სგუშონი)
  • 200 გრ. კარაქი
  • 200 გრ. თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:

1.ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი, მუდმივად ურიეთ რომ არ მიიწვას.


2.ამ მასაში დაამატეთ შედედებული რძე და კარგად გადაურიეთ.

3.ბოლოს ჩაყარეთ ქოქოსის წვრილი ფანტელები. სწორედ ის ანიჭებს კრემს დაუვიწყარ გემოსა და არომატს.

4.მომზადებული კრემი უნდა მოათავსოთ მაცივარში 3-4 საათით. თუ ეს კრემი ტორტისთვისაა განკუთვნილი, მისი გამოყენება მომზადებისთანავე შეგიძლიათ.

გაცივების შემდეგ კრემი მზად არის.

გასტრონომიას რედაქცია გირჩევთ: დააგემოვნეთ ამგვარად მომზადებული კრემი თეთრ პურთან და ცხელ ყავასთან, ჩაისთან ერთად. რეცეპტი საკმაოდ მარტივია, ხოლო დესერტი საოცრად გემრიელი გამოგივათ.

გემრიელად მიირთვით და ნუ დაივიწყებთ ეს გემრიელობა მეგობრებსაც გაუზიაროთ.