ბაგელი – საფუარიანი დესერტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია უნგრეთში. ფრანგული კრუასანისგან განსხვავებით, ბაგელს აქვს თხელი ნახევარმთვარის ფორმა. გასული საუკუნის შუა პერიოდებში იშვიათობა იყო პურ-ფუნთუშეული, ამიტომაც ბაგელი გახდა იმ დროის ყველასათვის საყვარელი კერძი.
ბაგელის რეცეპტი ითხოვს დიდ სიზუსტეს ინგრედიენტებში. გამოიყენეთ ახალი საფუარი, მაშინ ცომი უკეთ ამოფუვდება. ბაგელი უნდა იყოს გარედან ხრაშუნა, ხოლო შიგნით კი საოცრად რბილი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 700გ
- მარილი 2 ჩაის კოვზი
- რძე 400მლ
- საფუარი 40გ
- მზესუმზირის ზეთი 50გ
- ძმარი 1 ჩაის კოვზი
- ძირა გემოვნებით
მომზადება
1.თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი. დიდ ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი დაუმატეთ მარილი, ფქვილი, ზეთი, ძმარი, დარჩენილი რძე და გახსნილი საფუარი.
2.მოზილეთ ცომი, ის უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი და ელასტიური. მისგან შექმენით ბურთი, შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას. ცომი კარგად უნდა ამოფუვდეს.
3.ცომი დაყავით 12ტოლ წრედ. გააბრტყელეთ ისინი კვადრატებად და მისი ერთი მხარე საგრძნობლად დააგრძელეთ. აიწყეთ მისი დახვევა და ამის სემდეგ მიეცით ნახევარმთვარის ფორმა.
4.ნახევარმთვარეები მოატავსეთ პერგამენტია ფირფიტაზე. დაელოდეთ მათ ამოფუებას. წაუსვით წყალი, მოაყარეთ მარილი და ძირა. საცხობ ფირფიტაზე დაასხით ცოტა წყალი.
5.გაახურეთ ღუმელი 220 გრედუსზე და გამოაცხვეთ ნახევარმთვარეები 5 წუთი, შემდეგ ღუმელი დააყენეთ 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ 15 წუთი.
მარილიანი ბაგელი ძალიან უხდება კარაქს, ლორს და ძეხვს, მაგრამ მისი შერწყმა კაკაოსტან დაუვიწყარ გემოს მოგცემთ. არომატული ნახევარმთვარეების მომზადება ძლაინ მარტივია, ამიტომაც აუცილებლად გამოაცხვეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები.