მან უბრალოდ ეს ბურთულები გააკეთა და ბულიონში ჩაყარა. შეხედეთ, რა გამოვიდა შედეგად

1511

ყოველ დედას შექმნია პრობლემა, როცა ბავშვი წვნიანის ჭამაზე უარს ამბობს. ძალიან რთულია, ბავშვი დაარწმუნო, თუ როგორი სასარგებლოა ასეთი კერძი. არც იერსახე და არც ინგრედიენტები მყარ არგუმენტად არ გამოდგება.

მაგრამ არსებობს პირველი კერძები, რომლებიც აუცილებლად დააინტერესებთ პატარებს. მაგალითად სუპი ყველის კლეცკებით: ის არამხოლოდ ნაზი და არომატულია, არამედ, სასიამოვნო ნაღების გემოც აქვს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები

  • 2 ც კარტოფილი
  • 2 ც თეთრი თევზის ფილე
  • 150 გრ მოცარელა
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ც სტაფილო
  • 100 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ზეთი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გახეხეთ მოცარელა, შეურიეთ ფქვილი, დაჭრილი მწვანილი, კვერცხის ცილა და კარაქი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. შეახვიეთ საკვების ცელოფანში, შედგით მაცივარში 30 წუთით. შემდეგ შექმენით პატარა ბურთულები.
  2. დაჭერით ხახვი კუბებად, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ პომიდვრის პიურე და მოთუშეთ კიდევ 2 წუთი.
  3. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მომცრო კუბებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ. დაამატეთ დაჭრილი თევზის ფილე და ყველის ბურთულები. ფრთხილად მოურიეთ და მოხარშეთ მზადყოფნამდე.
  4. ბოლოს დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, დაჭრილი მწვანილი, სუნელები, ხარშეთ კიდევ 2 წუთი. გამორთეთ და დატოვეთ 30-40 წუთით.

ასეთი წვნიანი რესტორნის კერძებს არ ჩამოუვარდება და თქვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდება. მოცარელას ნაცვლად მდნარი ან მაგარი ყველიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამით კერძი ხარისხს არ დაკარგავს. გაახარეთ ოჯახის წევრები კულინარიული შედევრებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!