ამ შესანიშნავი კერძისთვის დაგვჭირდება პასტის ერთ-ერთი სახეობა, სახელწოდებით – ფარფალე. ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბაფთას.
ინგრედიენტები:
- 2 ცალი წითელი ტკბილი (ბულგარული) წიწაკა
- 500 გ მაკარონი ფარფალე
- 150 გ ლორი
- 1/2 ჭიქა (50 გ) უკურკო შავი ზეთისხილი
- 250 გ ქორფა ისპანახის ფოთლები
- 2 ცალი პომიდორი
- 2 ს.კ. ზეთი
- 2 ს.კ. გახეხილი ყველი
მომზადების წესი:
- გრილზე შეწვით ტკბილი წიწაკა, ვიდრე კანი დაურბილდება. ცოტა ხნით გაახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში, შემდეგ გააცალეთ კანი და მოაცილეთ თესლები. დაჭერით წვრილად, სიგრძეზე.
- პომიდორი მსუბუქად შეწვით ზეთში და დაჭერით.
- დიდ ქვაბში, მდუღარე წყალში მოხარშეთ მაკარონი.
- აურიეთ დაჭრილი ლორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, პომიდორი. ყველაფერი დაყარეთ დიდ ტაფაზე და შემოდგით ცეცხლზე. კარგად გააცხელეთ.
- მოხარშულ, გადაწურულ მაკარონს და დაჭრილ ისპანახს დაუმატეთ მომზადებული სოუსი და კარგად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ყველი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!