მაიონეზით მომზადებული ბლინები არასოდეს არ იხევა, თუნდაც მშრალ ტაფაზე მოამზადოთ

958

ეს ბლინები დიდხანს ინარჩუნებს სტრუქტურას და სიფაფუკეს.

შიგთავის შეგიძლიათ მოამზადოთ გემოვნებით.

რბილი ბლინები

წყლით და მაიონეზით

ინგრედიენტები

  • 0,5ლ თბილი წყალი
  • 9 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 15გ ვანილი
  • 2 სუფის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი.
  2. დაუმატეთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ და მოასხით ზეთი. ცომი დაასვენეთ 20 წუთი.
  3. ტაფას წაუსვით ცხიმი, მხოლოდ ერთხელ. მომზადების დასაწყისში საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა.
  4. მოასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ ტაფის ზედაპირზე.

მაიონეზით და რძით

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 სუფრისკოვზი მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი, ჩაასხით რძე.
  2. დაუმატეთ შაქარი, მარილი, მაიონეზი და ათქვიფეთ.
  3. მოაყართ ფქვილი, მოსხით ზეთი. მოზილეთ არაჟნის კონსესტენციის ცომი.
  4. ტაფას წაუსვით ცხიმი. შეწით 1-2 წუთი ორივე მხრიდან.

როგორ გავხადოთ ბლინები სასარგებლო

ყველა დამეთანხმება, რომ ბლინები – შეუდარებელი საუზმეა. მაგრამ ისინი ყოველდღიურ მენიუს მაღალი კალორიულობის გამო არ შეესაბამებიან.

შაქრის ჯანსაღი შემცვლელი – ხილია. რათა ბლინები ჯანსაღ და დიეტურ საუზმედ ვაქციოთ, გამოიყენეთ შიგთავსად სასარგებლო პროდუქტები: მოცვი, ბანანი, ქიშმიში, სტაფილო, ვაშლი ან სტაფილო.

ხორბლის ფქვილი ჩაანაცვლეთ გრეჩიხის ან შვრიის ფქვილით.

გემრიელად მიირთვით!