ლიმონის ტარტი რაღაც ფანტასტიკაა, აი ძალიან მარტივი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 125 გ კარაქი
- 100 გ შაქარი
- 2 დიდი კვერცხის გული
- 1 ფინჯანი (150 გ) ხორბლის ფქვილი
- მწიკვი მარილი
გულსართი:
- 3 დიდი კვერცხი
- 140 გ შაქარი
- 6 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
- 3 ლიმონის წმინდად გახეხილი ცედრა და წვენი
- 3 ლაიმის წმინდად გახეხილი ცედრა და წვენი
- 125 გ კარაქი, გამდნარი
- 1 ფინჯანი (100 გ) ნუში, მოხალული
- 250 მლ ცხიმიანი ნაღები
- 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 80 გ ნუშის ფანტელი, მოხალული
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად
ცხობა: 30 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ცომი: საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გათეთრდება და კრემის სისქისა არ გახდება.
- თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
- ცალკე თასში შეურიეთ ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი და მარილი. დაუმატეთ კვერცხის მასა და მოზილეთ ცომი.
- დააგუნდავეთ, გაახვიეთ ცელოფანში და 1 საათი გააცივეთ.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე.
- 24 სმ დიამეტრის ტარტის ყალიბს წაუსვით ცხიმი, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
- ცომი 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე.
- გადაიტანეთ საცხობ ყალიბში, კარგად გააბრტყელეთ და გვერდებზე ზედმეტი ცომი შემოაჭერით. გააცივეთ 30 წუთი.
- შემდეგ ზემოდან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვ.) მოაყარეთ.
- აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. აიღეთ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაცივებლად.
- მოუმატეთ ღუმელის ტემპერატურას 190 გრადუსამდე.
- გულსართი: მიქსერით მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
- ხის კოვზით შეურიეთ ფქვილი, ციტრუსის ცედრა და წვენი.
- ჩაასხით გამდნარი კარაქი, ნუში და ურიეთ, ვიდრე გაიქნება. მიღებული მასა ტარტის ცომს დაასხით.
- აცხვეთ 30 წუთი, ან სანამ არ გამაგრდება.
- პატარა ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები. დაუმატეთ შაქრის პუდრი და გააგრძელეთ თქვეფა, ვიდრე არ გამკვრივდება. შეურიეთ ნუში.
- სუფრაზე მიტანამდე დაჭერით და თავზე თითო კოვზი ნაღები დაადეთ.