ასეთი ნამცხვრის გამოცხობა ყოველდღეც და დღესასწაულებზეც შეიძლება, როცა რაიმე განსაკუთრებული გსურს. „გასტრონომიას“ რედაქციას ლამაზი ლიმონის დესერტის იდეა აქვს. „ლიმონები“ – ასე ეწოდება ნამცხვარს კაშკაშა ფერითა და ნაზი შიგთავსით. მისი მომზადება იოლია, ინგრედიენტები ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, გარეგნულად კი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. თანაც, ეს უნიკალური შემთხვევაა, როცა ლიმონის ჭამა შეგიძლია ისე, რომ სახე არ დაგემანჭოს.
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 150მლ რძე
- 100 გრ კარაქი
- 200 გრ შაქრის პუდრი
- 2 კვერცხი
- 1 ლიმონი
- 2 გრ ვანილი
- 0,5ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 300 გრ შაქარი
- მარილი გემოვნებით
- 200 გრ ნუში
- საკვების საღებავი გემოვნებით
მომზადება
1. შეურიეთ დარბილებული კარაქი, 100 გრ შაქრის პუდრი, კვერცხის გული, რძე, ვანილი და 1 ლიმონის მესამედი ცედრა.
2. გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან და დაამატეთ მასას. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 1 საათით.
მანამდე კი შიგთავსი მოამზადეთ. დააქუცმაცეთ ნუში. ათქვიფეთ ცილა შაქართან და დაამატეთ თხილი. მოურიეთ.
3. გააბრტყელეთ ცომი, ჭიქის მეშვეობით ამოჭერით 8-სანტიმეტრიანი დიამეტრის რგოლები. ყოველი რგოლის ცენტრში დადეთ 1 ჩ.კ. შიგთავსი, მოუჭირეთ თავებს.
4. დააფარეთ პერგამენტი საცხობ ფორმას, მოათავსეთ ნამცხვრები და გამოაცხვეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ.
5. შეურიეთ რძეში საკვების საღებავი. ამოავლეთ მასში ნამცხვრები, შემდეგ შაქარში ამოავლეთ და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით. გემრიელად მიირთვით!
ნამცხვრის გამოცხობას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება, თუმცა, დანარჩენი დრო მოლოდინს მიაქვს. ნატურალური საღებავი არ არის აუცილებელი ინგრედიენტი, თუმცა ის ზიანს არ მოგაყენებთ. დარჩით ჩვენთან ერთად და გაუზიარეთ რეცეპტები მეგობრებს!