ლენინგრადული პიშკები

3468

პეტერბურგის მაცხოვრებლებს არ სჭირდებათ ახსნა რა არის პიშკა. რადგან ამ ტკბილეულს ისინი გასული საუკუნის 60 წლებიდან ამზადებენ. თუ თქვენ ამ საოცარ ქალაქში მოხვდებით აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ეს საოცარი ტკბილეული.

დღეს ჩვენ სწორედ ამ პიშკების მომზადებას გასწავლით. დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 265გ
  • მარგარინი 15გ
  • წყალი 190გ
  • შაქარი 30გ
  • მარილი 2,5გ
  • საფუარი 8გ

მომზადება

1.შეაერტეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. დაელოდეთ მის ამოფუებას 4 საათი, პერიოდულად ჩაზილეთ.

2.მიღებული ცომისგან შექმენით ბურთულები, შეფუთეთ და დაელოდეთ ამოფუებას.

3.ამის შემდეგ ხელიები დაისველეთ ზეთით და ბურთულებს მიეცით პიშკების ფორმა.

4.შეწვით და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ეს დესერტი აუცილებლად ყველამ უნდა გასინჯოს!