ეს ამერიკული კლასიკური ნამცხვარი დაახლოებით 1906 წელს ქალაქ ბალტიმორის სამხრეთში შექმნეს. ის მართლაც ძველი დროის კლასიკაა და დღესაც ინარჩუნებს თავის დიდებულ სახელს.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 3/4 ჭიქა (180 გ) უმარილო კარაქი
- 2 ჭიქა (400 გ) შაქარი
- 1 ჭიქა (250 მლ) რძე
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 6 კვერცხის ცილა
ბეზე
- 1 ჭიქა შაქარი
- 120 მლ სიმინდის (ოქროსფერი) სიროფი
- 60 მლ წყალი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 4 კვერცხის ცილა
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
შიგთავსი
- 1 ჭიქა პეკანის კაკალი (მოხალული და დაჭრილი)
- 1 ჭიქა ოქროსფერი ქიშმიში
- 1 ჭიქა ლეღვის ჩირი (წვრილად დაჭრილი)
- 1 ფორთოხლის ცედრა ( წმინდად გახეხილი)
- 120 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი
- 120 მლ ლიქიორი “გრანდ – მარნიე”
- 1 ჭიქა შაქარი
ულუფა: 12
მომზადება: 1 საათი
ცხობა: 18-23 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე. ტორტის საცხობი სამი ფორმა კარაქით გაპოხეთ. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი თასში მოათავსეთ.
- კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვანი, თეთრი, კრემისებური მასის მიღებამდე, დაამატეთ რძე და ვანილი, კვლავ ათქვიფეთ.
- კვერცხის ცილა ჯამში ათქვიფეთ გათეთრებამდე. ფრთხილად შეურიეთ კარაქიან მასას.
- წინასწარ მომზადებულ სამ ფორმაში კარაქიანი მასა გადაანაწილეთ.
- აცხვეთ 18-23 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ სამზარეულოს ჩხირით.
- 10 წუთით ქვაბში გააჩერეთ, შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ და ქაღალდი მოაცალეთ.
- ბეზე. შაქარი, სიმინდის სიროფი, წყალი და მარილი ჯამში აურიეთ. დადგით ქურაზე და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. ნარევი უნდა აქაფდეს. მასის ტემპერატურა 118 გრადუსი უნდა იყოს, ამიტომ ის სამზარეულოს თერმომეტრით გაზომეთ.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და გამკვრივებამდე. ფრთხილად მოასხურეთ სიროფი, თან გამუდმებით თქვიფეთ. დაამატეთ ვანილი და თქვიფეთ მასის გამკვრივებამდე.
- შიგთავსი. ნიგოზი, ლეღვის ჩირი და ფორთოხლის ცედრა ჯამში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. 1/4 ჭიქა მოსართავად გადაინახეთ მიღებული მასა 2 ჭიქა ბეზე აურიეთ (დანარჩენი ბეზე შეინახეთ).
- ფორთოხლის წვენი, ლიქიორი “გრანდ – მარნიე” და შაქარი პატარა ქვაბში მოათავსეთ და წამოადუღეთ.
- ბისკვიტის ერთი ფენა თეფშზე მოათავსეთ და ფუნჯით ფორთოხლის სიროფი მოუსვით. ბისკვიტზე გადაანაწილეთ ბეზესა და ხილის ნაწილი. იგივე გაიმეორეთ მეორე ფენა ბისკვიტის შემთხვევაშიც. ბისკვიტის მესამე ფენა დააფარეთ და კვლავ ფორთოხლის სიროფი მოუსვით. დარჩენილი ბეზეთი ზედაპირი და გვერდები დაუფარეთ.
- მორთეთ გადანახული ხილის ნარევით სურვილისამებრ.
- დაჭერით და მიირთვით.