ლაზანია სწრაფი მომზადების ვერმიშელით: სწრაფი და ნოყიერი

1260

ლაზანიას მომზადების ასეთი მარტივი რეცეპტი მეგობარმა მასწავლა. დიდი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ. როცა სტუმრად მივდივარ, ყოველთვის ვერმიშელის ლაზანიას მახვედრებს. რატომ? უბრალოდ ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, როცა ამ გემრიელობას მაგიდაზე ვხედავ.

არ მესმის, როგორ შეიძლება საოცარი კერძის მიღება ასეთი მარტივი პროდუქტებით. მას შემდეგ, როცა ბევრ სტუმარს ველოდები, ვერმიშელის ლაზანიას ვაკეთებ. იაფი და ძალიან გემრიელია. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, მოამზადოთ.

ვერმიშელის ლაზანიას თავისებურება

პირველ რიგში, ცომის სპეციალური ფირფიტების შეძენა და დროის დახარჯვა საჭირო არაა. მეორეც, ასეთი ატრია იაფია და თითქმის ყველას სახლში აქვს (ყოველი შემთხვევისთვის). მესამეც, ყველის მოწითალო ქერქი და ნაზი კონსისტენცია შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 375 გ თხელი ვერმიშელი
  • 200 გ პომიდორი
  • 400 მლ წყალი
  • 4 ცხვრის ყველი
  • 400 გ ხმელი ყველი
  • 60 მლ მზესუმზირას ზეთი
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი და წიწაკები წვრილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში ნახევრად მომზადებამდე შეწვით. ბულგარულ წიწაკას დააკვირდით: როგორც კი, დარბილდება, შემდეგ ეტაპზე გადადით.

2. დაჭრილი პომიდორი და სანელებლები დაუმატეთ. 5 წუთით მოშუშეთ.

3. ცხელი წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ.

4. მზა სოუსს ატრია დაუმატეთ და დარბილებას დაელოდეთ.

5. ცალკე თასში კვერცხი, მარილი და მწიკვი ჩილის წიწაკა ათქვიფეთ.

6. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ატრია სოუსთან ერთად ფორმაში გადაიტანეთ და ათქვეფილი კვერცხი დაასხით.

7. ზემოდან ყველი დაახეხეთ.

8. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. როცა ყველი გადნება და ცოტა შეწითლდება, თამამად შეგიძლიათ ღუმელიდან გამოიღოთ.

სურვილის შემთხვევაში, უფრო უფრო ნოყიერი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ფარშის ფენა დაგჭირდებათ. გემრიელად მიირთვით!