ლავაშის ხვეულები ღუმელში

2191

ყველასათვის ნაცნობ ლავაშს არა მარტო სიამოვნებით მიირთმევენ პურის ნაცვლადაც, არამედ მისგან ამზადებენ მრავალფეროვან კერძებს. საკმარისია ლავაშში გავახვიოთ საყვარელი შიგთავსი, გამოვაცხოთ – და უგემრიელესი კერძიც მზად არის. გასაკვირი არ არის, რომ ლავაშმა ჩვენ ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ლავაშის ხვეულების მომზადებას ღუმელში, რომელიც ამოვსებული იქნება უგემრიელესი შიგთავსით. თუ ასეთი ხვეულები არასდროს მოგიმზადებით ამის შემდეგ ეს დეტალი აუცილებლად შეიცვლება. შიგთავსი აირჩიეთ თქვენივე გემოვნებით.

ხვეულები ფარშით

ინგრედიენტები

  • 550გ საქონლის ფარში
  • 10 თხელი ლავაშის ფირფიტა
  • 200გ ხახვი
  • 1 ცალი მჟავე ვაშლი
  • 2 ცალი მწნილი კიტრი
  • 100გ ნიახურის ფესვი
  • ოხრახუშის ფესვი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 100მლ მშრალი წითელი ღვინო
  • 190მლ რძე
  • 120მლ არაჟანი
  • 1 ცალი ქათმის კვერცხი
  • მარილი, შაქარი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში ხახვი დაჭერით სქელ კუბიკებად. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. ამის შემდეგ დაჭრილი ხახვი მოათავსეთ ტაფაზე და ცეცხლს დაუწიეთ.

2.ამავდროულად ნიახური და ოხრახუშის ფესვი გახეხეთ მსვილად.

3.მჟავე ვაშლი გათალეთ და დაჭერით წვრილ კუბიკებად. დაუმატეთ ოხრახუშს და ნიახურს. მოურიეთ. ეს ინგრედიენტები დაუმატეთ ხახვს და მოთუშეთ 4 წუთის განმავლობაში.

4.ახლა კი ტაფაზე მოათავსეთ ფარში, თავიდანვე დააქუცმაცეთ ის წვრილ ნაჭრებად. ამ მეთოდით ფარში მარტივად შეერევა სხვა ინგრედიენტებს. ცეცხლს მოუმატეთ საშუალოზე მეტად, რათა ფარში კარგად შეიწვას და გაღიავდეს.

5.ამის შემდეგ ტაფაზე დაასხით 150მლ რძე. თუშეთ დიდ ცეცხლზე თავახდილი 5 წუთის განმავლოაბში. შეგიძლიათ დაუმატოთ მარილი და შაქარი.

6.ტტაფაზე დაასხით ღვინო. მოთუშეთ კიდევ 10 წუთი. ბოლოს დაუმატეთ სანელებლები და დამატებით მოთუშეთ დაახლოებით 2 წუთი. დაამარილეთ, თუ საჭიროა, და გამორთეთ ცეცხლი – დაელოდეთ ფარშის გაგრილებას.

7.ამავდროულად გატალეთ მწნილი კიტრი და დაჭერით 5 გრძივ ნაწილად.

8.საუსისათვის 40მლ რძეს (შეგიძლიათ წყალიც) დაუმატეთ არაჯანი და მოურიეთ. დაუმატეთ დამარილებული და ათქვეფილი კვერცხი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

9.ლავაშ დაყავით 10 კვადრატულ ნაწილად ისე, რომ მათი სიგრძე შეესაბამებოდეს საცხობი ფირფიტის სიგანეს.

10.ლავაშზე მოათავსეტ კიტრი და ფარშის მეათედი. დაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაალაგეთ ქაღალდით ამოფფენილ საცხობ ფირფიტაზე. იგივე მოქმედებებით გადაახვიეთ დანარჩენი ლავაშიც. ხვეულებს ზემოდან წაუსვით მომზადებული სოუსი.

11.ხვეულები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ რუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

12.არომატული ლავაში ხვეულები უგემრიელესი შიგტავსით მზად არის, შეგიძლიათ თამამად დაამშვენოთ სუფრა ამ კერძით. გემრიელად მიირთვით!

თუ თქვენ ამ კერძს ერთხელ მაინც გასინჯავთ მერწმუნეთ მასზე უარს ვერასოდეს იტყვით. თუ ოჯახის წევრებიც დააგემოვნებენ ამ საოცარ კერძს მაშინ ისინიც აუცილებლად მოგთხოვენ ხელახლა მომზადებას. იმედი მაქვს ეს რეცეპტი საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენ კულინარიულ რუტინაში.