ლავაშის ცხობილა: რედაქციის 3 რჩეული რეცეპტი

724

სახლში გამომცხვარ ცხობილს ცივ ამინდებშიც კი შეუძლია მყუდროობის შექმნა. ყველა დიასახლისს არ შეუძლია საფუარიან ცომთან მუშაობა. ასეთ შემთხვევებში ლავაში ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია.

თხელი სომხური ლავაში – რომელიც ყოველთვის ხელის ახლოს უნდა იყოს. უამრავი რეცეპტი არსებობს ლავაშის მონაწილეობოთ. ეს 3 რეცეპტი რედაქციის ფავორიტია.

ცხობილა ყველით და სოკოთი

ინგრედიენტები

  • 500გ სოკო
  • 1 ხახვი
  • 3 ლავაში
  • 200გ ყველი
  • 150მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • მზესუმზირის ზეთი
  • მარილი და წიწაკა

1.მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და დაუმატეთ სოკო. მოამზადეთ 15 წუთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.ლავაშზე გადაანაწილეთ მესამედი გულსართი და მოაყარეთ ყველი. გადაახვიეთ რულეტისებურად, 3 რულეტი დაალაგეთ მწკრივად და მოასხით კფირის-კვერცხის მასა. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

პიცა ლავაშისგან ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 2 ლავაში
  • 2-3 მწნილი კიტრი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი
  • 8-10 ნაჭერი ლორი
  • 6 ცალი პომიდორი ჩერრი
  • 200გ მოცარელა
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი

ამოჭერით ლავაშისგან ორი წრე. ტაფას წაუსვით ზეთი, დადეთ 1 ფირფიტა და მასზე გადაანაწილეთ ნახევარი გახეხილი ყველი. ზემოდან დაადეთ მეორე ფენა, წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ დარჩენილი ინგრედიენტები. მოაყარეთ ყველი და შეწვით 20 წუთი საშუალო ცეცხლზე.

ვაშლის შტრუდელი ლავაშისგან

  • 3-4 ვაშლი
  • 50-60გ შავი ქლიავი
  • 4-5 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1-1,5 სუფირს კოვზი ლიმონის წვენი
  • დაფქული დარიჩინი 0,5 ჩაის კოვზი
  • 40გ კარაქი
  • 50-60გ ქიშმიში
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
  • 50გ მოხალული თხილი
  • 200გ ცხიმიანი არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 2 ლავაში
  • 2გ ვანილი

1.ვაშლი შეწვით კარაქში ტაფაზე, მოასხით ლიმონის წვენი. დაუმატეთ შავი ქლიავი, შაქარი, თხილი და დარიჩინი, 5 წუთის შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან. დაუმატეთ ქიშმიში, ლიმონის ქერქი.

2.ათქვიფეთ კვერცხი არაჟანთან ერთად. მიღებული წაუსვით ლავაშის ერთ ფენას, მოათავსეთ მეორე ფენა. მოათავსეთ გულსართის ნაწილი და დაახვიეთ რულეტისებურად.

3.შტრუდელი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!