ლავაში – უნივერსალური ინგრედიენტია!
მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სადილი, ვახშამი და დესერტიც.
ინგრედიენტები
- ლავაში 70გ
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 2-3 სუფრის კოვზი
- ხაჭო 70გ
- ოხრახუში
- კამა
- მარილი გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
მომზადება
1.ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ლავაში. დაჭერით ან დახიეთ ხელით. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე და მწვანილი. მოურიეთ და მოაყარეთ მარილი.
2.დაუმატეთ ლავაში, ისევ მოურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და გადაანაწილეთ ლავაში.
3.მოვამზადოთ შიგთავსი: ლავაშზე გადაანაწილეთ ხაჭო და დააფარეთ მეორე ფენა.
4.შეწვით დავდახურული 2-2 წუთი თითოეული მხრიდან. გადაკეცეთ სამკუთხედად.
გემრიელად მიირთვით!