ლავაში ყოველთვის გვეხმარება, როცა მომზადება გვეზარება. თუნდაც მაშინ, როცა სტუმრები გაუფრთხილებალდ მოდიან და მათ აუცილებად უნდა გავუმასპინძლდეთ, რაიმე გემრიელით.
ლავაში კარტოფილით
ყველასათვის ცნობილია ლავაშის ტკბილი შიგთავსები. მაგალითად, რულეტი ყაყაჩოს და ხაჭოს შიგთავსით ძალიან უხდება საღამოს ჩაის. რაც შეეხება არატკბილ შიგთავსს?
მე ვფიქრობ, რომ თქვენ მრავალჯერ გაქვთ კარტოფილიანი ლავაში მომზადებული. ორივე ინგრედიენტი არის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი. კარტოფილს შეგიძლიათ მოაყაროთ სასურველი სანელებლები და მწვანილები.
ლავაში კარტოფილითა და სოკოთი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ როდესმე გაგისინჯავთ ლავაში პიურეთი და ქაშაყით? დღეს ჩვენ გასწავლით ნამდვილი რუსული როლების მომზადებას. იაპონურ სუშის ამ კერძის ძალიან შეშურდება.
ეს კერძი შექმნილია დღეობებისთვი და წვეულებებისთვის. ასევე ის ძლიან უხდება საახლაწლო სუფრას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინგრედიენტები, რომლებიც დაგრჩებათ ქაშაყის “შუბის” მომზადების შემდეგ.
ინგრედიენტები
- 350გ კარტოფილი
- 20გ კარაქი
- კამა
- 2 ფირფიტა ლავაში
- 150გ მდნარი ყველი
- მწვანე ხახვი
- 1 ქაშაყი
მომზადება
1.ჩვენი კერძისათვის აუცილებელია შიგთავსისი, კარტოფილის პიურეს მომზადბა. მოხარშეთ კარტოფილი და დაუმატეთ კარაქი. პიურეს შეგიძლიათ დაუმატოთ დაჭრილი კამა.
2.მდნარი ყველი წაუსვით ლავაშს, მას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. შეეცადეთ შეინახოთ მდნარი ყველი მეორე ფირფიტისთვის.
3.პირველ ფენაზე მოათავსეთ მეორე და წაუსვით კარტოფილის პიურე. დატოვეთ დაახლოებით 5სმ ადგილი მთელს სიგრძეზე და წაუსვით დარჩენილი მდნარი ყველი.
4.კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ ქაშაყი. დაჭერით ფილე საშუალო ნაჭრებად და დაალაგეთ პიურეზე.
5.ლავაში ისე დაახვიეთ, რომ კუთხეების შეკვრა ყველ წასმული ნაწილით შეგეძლოთ. რულეტი შეფუთეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში 1,5 საათის განმავლობაშ.
6.რულეტი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ისიამოვნეთ ამ კერძის საოცარი გემოთი!
ლავაში კარგია იმით, რომ თქვენს ფანტაზიას აძლევს საშუალებას იმოქმედოს. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ტკბილი ან ხორცინი შიგთავსი. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე!