კურნიკი კარტოფილით ან როგორ მოამზადოთ საუკეთესო პეროგი ქათმით და კარტოფილით

130

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბოშა ქალის რეცეპტით იდეალური პეროგი გამოაცხოთ. შაბათ–კვირას ოჯახის წევრებისთვის გამოაცხვეთ. კურნიკი კარტოფილით, ქათმის გულმკერდით და ხახვით უბრალო პეროგი არაა, არამედ სხვადასხვა გემოების და კონსისტენციების ფეერია.

ბევრი ხახვი შიგთავსს წვნიანობას და ცოტა სიტკბოს მატებს. კარტოფილი კარგად ცხვება და მიმზიდველ ფორმას ინარჩუნებს, ხორცი კერძს ნოყიერს ხდის და გემრიელ არომატს ანიჭებს. რეცეპტი ხელმისაწვდომ პროდუქტებს შეიცავს. ერთხელ მოამზადეთ და ღვეზელზე ან სხვა მარილიან ცომეულზე დროის დახარჯვა აღარ მოგინდებათ.

კურნიკი კარტოფილით ბოშა ქალის რეცეპტით: მომზადების ნიუანსები

32 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება, პეროგის გამოსაცხობად იდეალურია. დიდი ღრმა ტაფაც გამოგადგებათ. მთავარია, ლითონის ან მოსახსნელი სახელურები არ ჰქონდეს. გამოცხობამდე პეროგს პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ. ნახევარ საათში ღუმელში ჩაიხედეთ: თუ ნახვრეტი მშრალია, 50 მლ წყალი ჩაასხით. თუ სითხე აქვს, დამატება საჭირო არაა. დარწმუნებული ვართ, თქვენ და თქვენი ახლობლები ამ კერძს ბოლო ნაფშვენამდე მიირთმევთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ქათმის გულმკერდი
  • 500 გ ხახვი
  • 200 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 გ ძირა
  • 500 გ კარტოფილი
  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომი მოზილეთ. გამდნარი კარაქი კეფირს დაუმატეთ. მარილი და 1 ჩ/კ სოდა დაუმატეთ. მსუბუქი ქაფის წარმოქმნამდე კარგად აურიეთ.

2. მიღებულ ნარევს წინასწარ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი უნდა გამოვიდეს. თასიდან გადმოიღეთ და რამდენიმე წუთი ხელით მოზილეთ. ისევ თასში დააბრუნეთ, პარკი დააფარეთ და ნახევარი საათი მაცივარში შეინახეთ.

4. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომი გადაიტანეთ. თასიდან ისე გადმოიტანეთ, რომ ხელზე არ მიგეწებოთ. 2 თანაბარ ნაწილად გაყავით და ერთი ნაწილი საგორავით გააბრტყელეთ.

5. ცომი ფორმაში ან ტაფაში გადაიტანეთ. მაღალი გვერდები გაუკეთეთ. შიგნით კარტოფილი–ხორცის შიგთავსი გადაიტანეთ და კოვზით თანაბრად გაანაწილეთ.

6. ცომის მეორე ნაწილი აიღეთ და ¼ ნაწილი მოწყვიტეთ. დანარჩენი ცომი გააბრტყელეთ და პეროგს მიღებული ფირფიტა ზემოდან დააფარეთ. კიდეები შეკარით.

7. დარჩენილი ცომის ნაჭერი ორ გრძელ ზოლად დაყავით და ერთმანეთში გადაგრიხეთ, შემდეგ ნაწარმის კიდეებში მოათავსეთ. ბოლოს პეროგს კვერცხის გული წაუსვით და შუაში პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ.

8. კერძი ღუმელში 180 გრადუსზე 60-80 წუთი აცხვეთ.

ამ რეცეპტით კურნიკი ყოველთვის ნაზი, ფხვიერი გამოდის, სხვადასხვა გემოები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.