კულიჩის ნაცვლად ფორთოხლის ბისკვიტის მომზადებას ვაპირებ – სახლში აყვავებული საკურას არომატი ტრიალებს!

1365

ყველაზე გამოცდილ დიასახლისებსაც ხშირად არ გამოსდით ფაფუკი ბისკვიტის მომზადება. შეიძლება ბევრჯერ სცდეთ, მაგრამ ის შედეგი ვერ მიიღეთ რისთვისაც დახარჯეთ დრო და ენერგია.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტს, რომლელიც სასურველი შედეგის მისაღწევად დაგეხმარებათ.

ამ ბისკვიტის მოსმზადებლად უმარტივესი პროდუქტები დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხის ცილა
  • 70გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 კვერცხის გული
  • 90გ ხორბლის ფქვილი
  • 1/4 ჩაისკოვზი მარილი
  • 30გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი
  • 30მლ ფორთოხლის წვენი

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და წვენი.

2.მიქსერით ათქვიფეთ ცილა შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად. დაუმატეთ კვერცხის გული და ათქვიფეთ.

3.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. ფქვილის გაცრა აუცილებელი დეტალია, რადგან ჟანგბადით გაჯერებული ფქვილი ბისკვიტს ამოფუების საშუალებას მისცემს. მოაყარეთ ცოტა მარილი და კარგად მოურიეთ.

4.ფორთოხლისა და კარაქის მასას დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ცომი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ დარჩენილ ცომს. ისევ კარგად მოურიეთ.

5.ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 160 გრადუსზე 30-35 წუთი.

უნაზესი ბისკვიტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!