კრევეტის ლაკსა-ის, რაც ცხარეს მოყვარულებს ძალიან გაახარებს.

1666

ლაკსა- ცხარე ატრიის წვნიანია. მისი სამშობლოა სინგაპური, მალაიზია და ინდონეზია. ლაკსას პასტას აზიურ მაღაზიებში შეხვდებით, ამასთან, ინტერნეტმიმწოდებელთანაც შეგიძლიათ შეიძინოთ.

ინგრედიენტები :

  • 2 ს.კ. ვეგეტარიანული ზეთი
  • 4 ს.კ. ლაკსას პასტა
  • 2 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კოჭა
  • 1 წითელი მწარე წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი
  • 1 ს.კ. კრევეტის საწებელი
  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 1 ქათმის თეთრი ხორცი
  • 400 მლ ქოქოსის კაკალის რძე
  • 12 დიდი კრევეტი
  • 250 გ ტოფუ
  • 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 3 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
  • 1 ლაიმის წვენი
  • 500 გ კვერცხის ატრია
  • 1,2 ჭ ლობიოს ღივი
  • 1 მწვანე ხახვი
  • ქორფა ქინძი

მომზადების წესი:

  1. ზეთი საშუალო ცეცხლზე ქვაბში გააცხელეთ. დაუმატეთ ლაკსას საწებელი და 30 წმ შუშეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკა და 2,5 სმ სიგრძეზე დაჭრილი კოჭა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შუშეთ კიდევ 2 წუთი.
  2. დაუმატეთ კრევეტის საწებელი და ქათმის ბულიონი აადუღეთ. დაუმატეთ თეთრი ხორცი და მოხარშეთ. ხორცი წვნიანიდან ამოიღეთ, გააგრილეთ, დაჭერით.
  3. ცეცხლს დაუწიეთ. დაჭრილი ხორცი ჩააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ ქოქოსის კაკლის რძე, კრევეტი, ტოფუ, ყავისფერი შაქარი, თევზის საწებელი და ლაიმის წვენი. ადუღეთ, ვიდრე კრევეტი კარგად მომზადდება.
  4. ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოხარშეთ. თანაბრად გაანაწილეთ ფიალებში. ჩამჩით მოასხით წვნიანი, მოაყარეთ ლობიოს ღივები, ირიბად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი. სუფრაზე ლაიმის ნაჭრებით მორთული მიიტანეთ.