კოტორი – უგემრიელესი თუშური ხაჭაპური

3502

კოტორი თუშური ხაჭაპურის სახეობაა, რომელსაც დავარაგებული ხაჭოთი  ამზადებენ. ხაჭოს დავარაგების პროცესს თუშები დაბუხტუნავებას უწოდებენ.

თქვენ დაგჭირდებათ:

ცომი

  • 500 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 250 მლ რძე
  • 50 მლ ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

გულსართი 

  • 500 გ მშრალი, ცხიმიანი ხაჭო
  • მარილი
  • 1-2 ს.კ. ერბო

მომზადების წესი: 

  1. ხაჭო კარგად დავტკეპნოთ და 1-2 დღე მაცივარში დავდოთ, მომზადებისას გამოვიღოთ და მარილი და 1 ს.კ. ერბო შევურიოთ.
  2. თბილ რძეში გავხსნათ მარილი და საფუარი, თანდათან დავუმატოთ ფქვილი და ცომი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ.
  3. ცომი ჩავდოთ თასში, ტილო გადავაფაროთ და თბილად დავდგათ. ოდნავ რომ აფუვდება, დავყოთ 4 გუნდად, ზედ დავადოთ დაგუნდავებული ხაჭოს გულსართი, შევკრათ და რაც შეიძლება თხლად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან.
  4. მზა კოტორს წავუსვათ ერბო და ცხელ-ცხელი მივირთვათ.