ჰაეროვანი დესერტი, რომელიც ძალიან ცნობილია მთელს მსოფლიოში.
მისი მომზადება მარტივია, არ შეუსინდეთ ექსპერიმენტებს და დაიწყეთ ახლავე.
ინგრედიენტები
კორჟისთვის
- ფხვიერი ორცხობილა 180გ
- კარაქი 80გ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- ხაჭოს ყველი 500გ
- შაქარი 140გ
- ნაღები 33% 120გ
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი 1/2 ჩაის კოვზი
- ერთი ლიმონის ქერქი
მოსასხმელად
- არაჟანი 150გ
- ლიმონის წვენი 1-2 ჩაის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
- დაფხვენით ორცხობილა.
- ორცხობილას დაუმატეთ შაქარი და გამღვალი კარაქი.
- დაიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
- გამოსაცხობ ფორმაში (მე ვიყენებ 22სმ დიამეტრის მქონეს) ჩაყარეთ ორცხობილა.
- დატკეპნეთ და გადაანაწილეთ მთელს ფირმაზე.
- მოათავსეთ ღუმელში 10 წუთი. დაელოდეთ გაგრილებას.
- არ გამოაღოთ ღუმელი.
- მოვამზადოთ კრემი. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოტახის ტემპერატურის.
- ხაჭოს ყველი ათქვიფეთ მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე.
- მოაყარეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
- შემდეგ მასას დაუმატეთ კვერცხი, თითო-თითოდ და ათქვიფეთ.
- დაუმატეთ ნაღები და მოურიეთ (არ ათქვიფოთ).
- დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის ქერქი და მოურიეთ.
- მიღებული მასა მოასხით ფორმაში არსებულ ორცხობილას.
- შეანჯრრიეთ ფორმა, რათა თანაბრად გადანაწილდეს მასა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი, შემდეგ 120 გრადუსზე 50 წუთი.
- გადმოიტანეთ ფორმიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- ამასობაში მოამზადეთ მოსასხმელი.
- არაჟანს დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და მოურიეთ.
- მიღებული მასა მოასხით ნამცხვარს.
- ნამცხვარი მოათავსეთ მაცივარში 6 საათი (უმჯობესია მეტი).
გემრიელად მიირთვით!